DENTHOUSE

შენი ლამაზი ღიმილის გარანტია

ვინ ვართ ჩვენ?

ჩვენს შესახებ

Dent House-ის პირველი ფილიალი 2003 წელს გაიხსნა სამტრედიაში, რომლის დამფუძნებელიც ირინა ახობაძეა. ქალბატონი ირინას განათლება და მრავალპროფილური სამუშაო გამოცდილება, ნამდვილად შთამბეჭდავია ყველასთვის.

2014 წელს ჩვენი მეორე ფილიალი გაიხსნა, რამაც უფრო გააფართოვა ჩვენი კლინიკის სერვისების სპექტრი და გვაქვს საშუალება უფრო მეტ მომხმარებელს გავუწიოთ კვალიფიციური სტომატოლოგიური მომსახურება. 

Dent House-ში შეგიძლიათ ისარგებლოთ სრული სტომატოლოგიური სერვისებით, რომელსაც გამოცდილი და კვალიფიციური სპეციალისტები ჩაატარებენ, უახლესი აპარატურის გამოყენებით.

ჩვენი სერვისები

თერაპია

თერაპიული სტომატოლოგიის მიზანია კარიესისა და მისი გართულებული ფორმების დიაგნოსტიკა და მკურნალობა.

კონსულტაცია მოიცავს:

  • პირის ღრუს დათვალიერებას
  • დიაგნოზის დასმას
  • მკურნალობის გეგმის შედგენას
  • ალტერნატიული მკურნალობის მეთოდების შეთავაზებას
  • საჭიროების შემთხვევაში სხვა პროფილის სპეციალისტების გამოკვლევაში ჩართვას
  • დანიშნულებას

ორთოპედია

ორთოპედიული სტომატოლოგია სტომატოლოგიის მიმართულებაა, რომელიც ემსახურება ყბა-კბილთა სისტემის მთლიანობის დარღვევის დიაგნოსტიკას და მკურნალობას. 

კბილების ნაწილობრივი ან სრული არარსებობისას მზადდება სხვადასხვა სახის და მასალის ნაწილობრივი ან მთლიანი პროთეზები, ხიდები და ერთეული გვირგვინები.

ორთოდონტია

კბილების იდეალური დგომისა და წყობის მიღწევა სწორედ ორთოდონტიის დახმარებით ხდება, რომელიც არამხოლოდ ვიზუალური ეფექტისთვის არის მნიშვნელოვანი, არამედ ფუნქციური.

ორთოდონტიული მკურნალობის ზედა ზღვარი დადგენილი არ არის, დეტალური კონსულტაციისთვის მობრძანდით ჩვენს ფილიალებში და მიიღეთ კონსულტაცია პროფესიონალი ორთოდონტისტებისგან.

იმპლანტოლოგია

იმპლანტაცია ყველაზე გავრცელებული და პოპულარული მეთოდია დანაკლისი კბილების აღსადგენად. 

დენტალური იმპლანტი წარმოადგენს ხელოვნურ ფესვს, რომელიც თავსდება ძვალში და მასზე მაგრდება გვირგვინი. 

იმპლანტაციის დაგეგმვა ხდება კომპიუტერული ტომოგრაფიის საშუალებით, შესაძლოა გამოვიყენოთ ქირურგიული გაიდი (შაბლონი) რაც საშუალებას გვაძლევს განაკვეთის გარეშე და მაქსიმალური სიზუსტით ჩატარდეს ოპერაცია.

ყბა სახის ქირურგია

ყბა-სახის ქირურგია

სტომატოლოგიური ქირურგია მოიცავს ყბა-სახის მიდამოში ჩასატარებელ ყველა სახის ქირურგიულ მანიპულაციას და მათ შემდგომ მკურნალობას.

პროცედურას მაღალკვალიფიციური და გამოცდილი ქირურგები ჩაატარებენ.

კონტაქტი

დაგვიკავშირდი